პოლიმერებისა და პეტროქიმიკატების საერთაშორისო ვაჭრობა

ახალგაზრდული პოლიტიკა

ახალგაზრდობა შეადგენს კომპანიების ჯგუფი  KARTLI-ის 80%, რაც მოწმობს ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურობაზე და შეესაბამება პერსონალით მართვის კორპორატიულ სტრატეგიას. ახალგაზრდა სპეციალისტების სამი მეოთხედი არის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ახალგაზრდული პოლიტიკა მიმართულია ახალგაზრდა მუშაკების მოზიდვასა და მათი პროფესიული პოტენციალის განვითარებაზე. KARTLI-ში შემუშავებულია საკადრო პოტენციალის შერჩევის, მომზადებისა და ჩამოყალიბების სამსაფეხურიანი სისტემა:

- პერსონალის მართვის სპეციალისტების მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გამართულ «ვაკანსიების ბაზრობებში»;

- ახალგაზრდობის სწავლების ორგანიზება;

- ახალგაზრდა თანამშრომლების კარიერული ზრდის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

«ვაკანსიების ბაზრობებში» მონაწილეობა გვაძლევს ჩვენს შესაძლებლობას ვიმუშაოთ იმათთან, ვინც ჯერ კიდევ არ განსაზღვრა მისი მომავალი საქმიანობის სფერო, მაგრამ გააჩნია KARTLI-ში მუშაობისათვის საჭირო თვისებები – რეალიზების სურვილი, კომუნიკაბელურობა და ჩვენი ორგანიზაციის კორპორატიულ ღირებულებებთან შესაბამისობა.

ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება იწყება KARTLI-ში მუშაობის პირველივე დღეებიდან, ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. სწავლება კომპლექსურია – როგორც KARTLI-ის სპეციალისტების ძალებით, აგრეთვე პერსონალთან მუშაობის დარგში ცნობილი კომპანიების მოზიდვის გზით. მნიშვნელოვან როლს ახალგაზრდა თანამშრომლის მომზადებაში თამაშობენ მენტორები KARTLI-ის თანამშრომელთა რიცხვიდან, რომლებიც კურირებენ მას გამოსაცდელი ვადის მთელი პერიოდის განმავლობაში.  

შრომითი საქმიანობის ადრეულ ეტაპებზე კარიერული ზრდის შესაძლებლობა აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტს მომავლის რწმენას, ცხოვრებისეული გეგმების აგების საშუალებას. KARTLI-ში ტარდება ყოველწლიური ატესტაცია, რომლის დადებითი შედეგები აძლევენ ახალგაზრდა სპეციალისტს კარიერული ზრდის (ხელმძღვანელი თანამდებობების ჩათვლით)  შესაძლებლობას.