პოლიმერებისა და პეტროქიმიკატების საერთაშორისო ვაჭრობა

საკადრო პოლიტიკა

KARTLI-ის კომპანიების ჯგუფში მუშაობს პროფესიონალების მრავალეროვნული კოლექტივი. დამსაქმებლისა და თანამშრომლების ურთიერთობები აგებულია სამართლიანი პარტნიორობის პრინციპზე.

პროფესიული კოლექტივის ჩამოყალიბების პროცესში KARTLI-ში შემუშავებულია პერსონალის მართვის სტრატეგია, რომელიც მიმართულია:

- კორპორატიული მიზნების მიღწევაში თითოეული თანამშრომლის მოტივაციაზე;

- თითოეული თანამშრომლის მიერ შედეგების მიღწევის ხარისხის ობიექტური შეფასებაზე;

- ყველა დონეზე მუშაობის შედეგიანობის ამაღლებაზე;

- თანამშრომლის შესაძლებლობებისა და პოტენციალის  ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფაზე;

- სწავლებასა და განვითარებაზე, საკადრო პოტენციალის დაგეგმვაზე;

- მოტივაციის ეფექტური სისტემის შექმნაზე;

- ორგანიზაციის უწყვეტ და დინამიურ განვითარებაზე.

პერსონალის განვითარება და კარიერული ზრდა ხორციელდება შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და სპეციალისტების მომზადების გზით. პროფესიონალური დონის ამაღლებას ხელს უწყობს სწავლების კორპორატიული პროგრამები, ყველა თანამშრომლის (ხელმძღვანელის ჩათვლით) ყოველწლიური ატესტაცია.

ანაზღაურების სტრუქტურაში გათვალისწინებულია მუდმივი ნაწილი - საბაზო ანაზღაურება და ცვლადი ნაწილი - პრემია, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლების შესრულებაზე და კომპანიის კორპორატიულ კულტურასა და ღირებულებებთან შესაბამისობაზე.

თითოეულ თანამშრომელს შეაქვს თავისი პირადი წვლილი კომპანიის განვითარებაში და იზიარებს საერთო ღირებულებებს: ორიენტაციას შედეგზე, თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემას და საიმედოობას, ინიციატიურობას და ლიდერობას.

KARTLI-ის კომპანიების ჯგუფი უზრუნველყოფს მისი თანამშრომლებისათვის შრომის ღირსეულ პირობებს, სამართლიან ანაზღაურებას, სოციალურ გარანტიებს, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ კომპანიის შემდგომ განვითარებაზე და თითოეული თანამშრომლის პოტენციალის მაქსიმალურ გახსნაზე.